40 ევრო და ოქროს ყელსაბამი გახდა მკვლელობის მიზეზი საბარძნეთის ქალაქ კატერინში, რის გამოც, საქართველოს 28 წლის მოქალაქე, რუს თანამზრახველთან ერთად დააკავეს.
ბერძენი სამართალდამცველების ცნობით, უცხოელები სახლში შეუვარდნენ მოხუცს, დანით მრავლობითი ჭრილობა მიაყენეს, შემდეგ კი, სახლში ნაპოვნი 40 ევრო, ოქროს ძეკვი და ორი მობილური ტელეფონი წაიღეს და მანქანაც გაიტაცეს, რომელიც კვალის დაფარვის მიზნით დაწვეს.
დამწვარი მანქანის მეშვეობით პოლიციამ მისი მფლობელის დადგენის ვინაობა შეძლო, თუმცა, იგი საკუთარ სახლში მოკლული იპოვეს. ორივე დამნაშავე ამ დროისათვის დაკავებულია და წინასწარ პატიმრობაში იმყოფება.
ინფორმაციის წყარო: www.protothema.gr