ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნასაკირალის ყოფილი დეპუტატი შოთა ართმელაძე და რწმუნებული ტარიელ ანთაძე, რომლებიც სასჯელს ქრთამის აღების ბრალდებით იხდიდნენ ახალ წელს სახლში შეხვდებიან.
ართმელაძე და ანთაძე შეწყალების კომისიის დასკვნის საფუძველზე _ ვადაზე, პირობით 6 თვით ადრე გაათავისუფლეს.
როგორც "გურია ნიუსისთვის" გახდა ცნობილი, შეწყალების კომისიამ გაითვალისწინა სასჯელის განმავლობაში მსჯავრდებულთა სანიმუშო საქციელი და მსჯავრის პირველადობა.
აღსანიშნავია, რომ დეპუტატის და რწმუნებულის ციხიდან გათავსიუფლებას სოფლის მოსახლეობა დიდი ხანია ითხოვს და მათ ამ მოთხოვნით ხელწერებიც კი შეაგროვეს.