გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 31 იანვარს დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ტემპერატურა დღისით დაბლობში 10-15 გრადუსი იქნება. კოლხეთის დაბლობზე იქროლებს ძლიერი აღმოსავლეთის ქარი, რომლის სიჩქარე წამში 20-25 მეტრი იქნება.
აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში კი შესაძლოა იყოს მცირე ნალექი, კერძოდ, კახეთში. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დღისით 5-10 გრადუსია მოსალოდნელი.
31 იანვარს თბილისში საღამოს შესაძლოა იყოს მცირე წვიმა და ნისლი. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დღისით 6 გრადუსი, ღამით -1 გრადუსი იქნება.
1 იანვარს ღამით დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში უნალექო ამინდია მოსალოდნელი, თუმცა დღის მეორე ნახევარში იწვიმებს, მთასა და მაღალმთაში თოვლი იქნება. დასავლეთ საქართველოს დაბლობში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დღისით 5-10 გრადუსი იქნება; ღამით – 1-6 გრადუსი. მთაში ღამით -1;-6; მაღალმთაში -8;-3 გრადუსი.
აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში ღამით უნალექო ამინდია მოსალოდნელი, დღისით მცირე წვიმა, მთასა და მაღალმთაში – თოვლი. აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ღამით ჰაერის ტემპერატურა -5;0; დღისით 6-11 იქნება.
1 იანვარს თბილისში ღამით -2 გრადუსი, დღისით კი 9 გრადუსი იქნება. შესაძლო მცირე წვიმა.
2 იანვარს დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონებში ღამით იწვიმებს, მთასა და მაღალმთაში თოვლია მოსალოდნელი და ყინვები შენარჩუნდება.
აღმოსავლეთ საქართველოში ღამით უმეტესად ნალექი თოვლი სახით იქნება, დღისით უმეტესად უნალექოდ. ბარში ღამით მოსალოდნელია -2; +3 გრადუსი; დღისით – 5-10 გრადუსი.
თბილისში ღამით მცირე წვიმა იქნება, დღისით კი უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
3 იანვარს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
თბილისში ღამით მცირე წვიმა იქნება, დღისით კი უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
3 იანვარს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე უნალექო ამინდია მოსალოდნელი.