რუსეთის ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერმა ვლადიმირ ჟირინოვსკიმ ახალი წლიდან თანაპარტიელებს სქესობრივი ცხოვრების ნორმატივი დაუწესა. მანამდე, ჟირინოვსკიმ თანაპარტიელები სავალდებულო ვეგეტარიანულ კვებაზე გადაიყვანა.
„ამ წლიდან შემოგვაქვს ახალი სექსუალური ნორმატივი: ერთი სქესობრივი კავშირი კვარტალში. სტანდარტი ერთხელ კვარტალში და 3-4-ჯერ წელიწადში სრულიად საკმარისია!“ _ განაცხადა ჟირინოვსკიმ.
ჟირინოვსკიმ ისიც აღნიშნა, რომ რუსი ლიბერალ-დემოკრატების ახალი „ასკეტური“ იმიჯი ახალი წლის დახვედრაშიც გამოიხატება. მისი მტკიცებით ახალ წელს მისი თანაპარტიელები ალკოჰოლისა და თამბაქოს გარეშე შეხვდებიან.