ჩილეს დედაქალაქ სანტიაგოში მილიონობით ადამიანი სასმელი წყლის გარეშეა დარჩენილი. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, თავსხმა წვიმებმა და მეწყერმა მდინარე ისე დააბინძურა, რომ ხელისუფლება იძულებული გახდა დედაქალაქის 4 მილიონზე მეტი მაცხოვრებლისთვის სასმელი წყლის მიწოდება შეეწყვიტა.
ოფიციალური პირების განცხადებით, წყალმომარაგება, რომელიც ქალაქს მდინარე მაიპოდან მიეწოდება მდინარის დაწმენდამდე შეწყვეტილი იქნება.
როგორც ცნობილია, სასმელი წყლის შეწყვეტამ რესტორნების დაკეტვა გამოიწვია.
მაუწყებლის ინფორმაციით, სანტიაგოში სასწავლო პროცესიც შეჩერებულია.
როგორც საგანგებო მდგომარეობის სამსახურის პერსონალი აცხადებენ, ძლიერმა წვიმებმა გზები მოწყვიტა და ათასობით ადამიანის იზოლაცია გამოიწვია.
გავრცელებული ცნობით, წყალდიდობის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა.
სანტიაგოს გუბერნატორის, კლაუდიო ორეგოს განცხადებით, მოსახლეობას სასმელი წყლის მიწოდების აღდგენა წვიმის შეწყვეტაზეა დამოკიდებული.