1978 წელს, ყაზახეთის ქალაქ ალმათში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და იუნისეფის თაოსნობით გაიმართა კონფერენცია, რომელზედაც პირველადი ჯანდაცვის კონცეფცია დეკლარაციაში ასახეს. ამ დეკლარაციით, პირველადი ჯანდაცვა განისაზღვრა, როგორც ჯანდაცვის უმთავრესი კომპონენტი, რომელიც თანაბრად ხელმისაწვდომი უნდა იყოს საზოგადოების ყოველი წევრისთვის.
დღევანდელ გადაცემაში ნახავთ: არის თუ არა ყველასთვის ხელმისაწვდომი პირველადი ჯანდაცვა; რა გააკეთა სამინისტრომ სისტემის გამართვისთვის; რატომ უჭირთ ამბულატორიებს სამინისტროსთან კოორდინაცია; რა დარღვევები აღმოაჩინა სისტემაში აუდიტის სამსახურმა; რა პრობლემებს ქმნის პირველადი ჯანდაცვის განვითარების კონცეფციის უქონლობა; რა ვალდებულებებს აკისრებს სამინისტრო ადგილობრივ თვითმმართველობას და რა ხდება გურიაში.
გადაცემის სტუმრები არიან: ჯანდაცვის სამინისტროს პოლიტიკის სამმართველოს უფროსი ქეთევან გოგინაშვილი და სოციალური მომსახურების სააგენტოს გურიის სამხარეო ცენტრის უფროსის მოადგილე ვასილ ხომერიკი.