„რამდენიმე წუთის წინ ჩვენ გავხდით სქართველოში დემოკრატიის მარცხის მომსწრეები, საქართველოში დამარცხდა სიტყვის თავისუფლება, დამარცხდა მართლმსაჯულება“ – განაცხადა სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის გენერელურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ გადაცემა არჩევანის პირდაპირ ეთერში.
ნიკა გვარამია აცხადებს, რომ უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის დღევანდელი გადაწყვეტილება 6 საათში იქნა მიღებული, მაშინ, როდესაც საქმის მასალები რამდენიმე ტომისგან შედგებოდა.
მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება საქართველოს ევროინტეგრაციას მნიშნელოვან პრობლემას შეუქმნის.
„ხელისუფლების მიზანი შეიძლება ის იყოს, რომ ხვალიდან ან რამდენიმე თვის მერე ჩვენ უვიზო მიმოსვლა ისვე არ გვქონდეს,“ – აცხადებს ნიკა გვარამია.
შეგახსენებთ, რომ უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის 60% ქიბარ ხალვაშს, ხოლო 40% შპს პანორამას მიაკუთვნა.