ნანუკას შოუ-ს წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას აკრიტიკებს.
არჩევანის ეთერში მან ქიბარ ხალვაშს მიმართა და უთხრა, რომ „სხვა ტელევიზია დატოვეთ და სხვა ტელევიზიას წაიღებთ, გაცილებით უკეთესი ტელევიზია წაიღეთ“.
ნანუკა ჟორჟოლიანმა მაყურებელს გვერდში დგომისკენ მოუწოდა.
„ძალიან სამართლიანად, მაყურებელთა ნაწილი ჩვენზე არის განაწყენებული და გაბრაზებული. ჩვენც კი ვიცით, რომ რაღაცას ისე არ ვაკეთებდით… საკუთარ თავსაც ვაფასებთ და თვითკრიტიკულებიც ვართ და ძალიან ხშირად ადამიანებს უკითხავათ მაშინ სად იყავით, როდესაც იმას ნარკოტიკი ჩაუდეს…მითქვამს, რომ მაშინ ჩვენი ხელმძღვანელი ქიბარ ხალვაში იყო…
ყველაზე მეტად, როცა რაღაც არ მოგწონდათ, თორემ ცოდვები მერეც გვაქვს… როდესაც ყველაზე მეტად არ მოგწონდით, მაშინ ჩვენი უფროსი იყო ქიბარ ხალვაში და დამერწმუნეთ, აუცილებლად ხვალ ისევ მოგინდებათ ტელევიზია თქვენს გვერდით იყოს,“ – განაცხადა ნანუკა ჟორჟოლიანმა.