“ნამბრელა”, რომელიც ფლორიდელმა ალან კაუფმანმა გამოიგონა, მხრებზე “კაპიუშონივით” მაგრდება და წვიმის დროს მომხმარებელი მას თავზე გადმოიხურავს.
1-კილოგრამიანი „ნამბრელა” 40 გირვანქა სტერლინგი ღირს.
49 წლის ალან კაუფმანი ამბობს: „მთავარი უპირატესობა არის ის, რომ როცა არ წვიმს, მომხმარებელს მისი ტარება არ უწევს, იგი კაპიუშონივით უკან მაგრდება. ქოლგასთან დაკავშირებული ინოვაციები დიდი ხანია არ გვქონია. ახლა ადამიანებს შეუძლიათ ველოსიპედით იარონ, გააკეთონ ნებისმიერი საქმე ორივე ხელით და ამავე დროს, არ დასველდნენ.