ამერიკელმა მეცნიერებმა სიბერის დასაწყისი ასაკი განსაზღვრა შეძლეს. მათი დაკვირვებით, წლების მატებასთან ერთად ადამიანის ტვინში მიელინის გამომუშავება მცირდება. ეს არის ნივთიერება, რომელიც ნერვული ქსოვილის მთავარი კომპონენტია. მიელინის რაოდენობის შემცირება კი, თავის მხრივ, ადამიანის ორგანიზმში მამოძრავებელი მექანიზმების მუშაობის გაუარესებას იწვევს.
მეცნიერთა ჯგუფის მიერ ჩატარებულ კვლევაში 23-დან 80 წლამდე ასაკის მამაკაცები მოძრაობასთან დაკავშირებულ მარტივ მოქმედებას ასრულებდნენ. დავალებების შესრულების სიჩქარე ექსპერტებმა ორგანიზმში მიელინის რაოდენობას შეადარეს, რის შემდეგაც განსაზღვრულ კანონზოემიერებამდე მივიდნენ.
აღმოჩნდა, რომ ორგანიზმის აქტიურობის და მიელინის რაოდეობის პიკი ადამიანს 39 წლის ასაკში უფიქსირდება. ამ ასაკის შემდეგ კი, ადამიანის ორგანიზმში დაბერების შეუქცევადი პროცესი იწყება.