არ ვიცი, რუსთავი 2-ის სამართლებრივი მფლობელი ვინაა, არც ის ვიცი, ვინაა პოლიტიკური მფლობელი, მაგრამ ვიცი, რომ რუსთავი 2-ის, იმედის, მაესტროს, კავკასიის და ყველა ტელეკომპანიის პროდუქტის მფლობელი არის საზოგადოება”, – ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა “იმედის დროში” სტუმრობისას გააკეთა.
მისი თქმით, მან არ იცის, როდის და რატომ შეიცვალა რუსთავი 2-ის მფლობელები. “მე ბიზნესწილების დავაში არ ვმონაწილეობ. აქ იმ საზოგადო სიკეთეზეა ლაპარაკი, რასაც თქვენ – ტელევიზიები ქმნით”, – თქვა პრეზიდენტმა.
2 მარტს საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ ტელეკომპანია “რუსთავი 2” ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა.
3 მარტს, “რუსთავი 2”-ის მიმართვის საფუძველზე, სტრასბურგის სასამართლომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება შეაჩერა.
წყარო:imedi.ge