ქალაქ ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის, გელა კობალაძის ინტერესების დამცველი ხათუნა კეჭაყმაძე “გურია ნიუსთან” ამბობს, რომ კობალაძეს ქრთამი არ აუღია. ჩვენს კითხვაზე რას იტყვის იმ კადრებზე, რომელიც დღეს სუს-მა გაავრცელა და რომელშიც თანხის გადაცემის მომენტია დაფიქსირებული, ადვოკატი ამბობს, რომ ის თანხა ქრთამი არ ყოფილა.
“გელა კობალაძე საკრებულოს თავმჯდომარეობამდე ბიზნესს საქმიანობას ეწეოდა. ამ ეტაპზე მხოლოდ ეს შემიძლია გოთხრათ” _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას კობალაძის ინტერესების დამცველმა.
ჩვენ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, რომელზეც საუბარი ამ ეტაპზე ადვოკატს არ სურს, კობალაძე გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში ამბობს, რომ მან 2 წლის წინანდელი ვალი დაიბრუნა. ამავე ჩვენებით, პირამიდას ტექნიკური მენეჯერი კობალაძის კუთვნილ ტექნიკას ქირაობდა და მისი თანხა ჰქონდა გადაუხდელი.