დღეს, მთელ მსოფლიოშიბავშვთა გამოგონებების დღე, ანუ სხვაგვარად _ ნორჩ გამომგონებელთა დღე (Kid Inventors’ Day) აღინიშნება. სიმბოლურია, რომ ამ თარიღად არჩეულია უდიდესი ამერიკელი სახელმწიფო მოღვაწის, დიპლომატის, მეცნიერის, გამომგონებლის, ჟურნალისტის _ ბენჯამენ ფრანკლინის დაბადების დღე. საგულისხმოა, რომ თავისი პირველი გამოგონება _ საცურაო ლასტები ხელებისათვის მან გამოიგონა 12 წლის ასაკში.
საინტერესოა, ყველამ იცის თუ არა, რომ წყლის თხილამურები, ბეწვიანი ყურსასმენები, ხილის ნაყინი, თათმანები, კალკულატორი და ბრაილის შრიფტი ბავშვებმა გამოიგონეს? ყოველწლიურად 500 ათასზე მეტი ბავშვი იგონებს სხვადასხვაგვარ სათამაშოს, ქმნის ათასგვარ რობოტს და ეწევა ტექნიკის მოდიფიცირებას. ნორჩი გენიოსების გამოგონებები უფრო მიმზიდველს ხდიან მათი და მოზრდილთა ცხოვრებას.