ბათუმში მიმდინარე მოვლენებს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა “ქართული ოცნების” წევრი ზვიად კვაჭანტირაძე და პოლიტიკოსებს განცხადებების გაკეთების დროს თავშეკავება ურჩია:
“ყველა პოლიტიკოსს, ნებისმიერი პარტიიდან, ვისაც არ სურს დაბრალდეს რევანშიზმის და არეულობის ხელშეწყობა აღარ გაბედოთ
და აღარ გააკეთოთ პროვოკაციული განცხადებები პირდაპირ ეთერში თუ სოცქსელებში.
ის პირები,, ვინც საკუთარ ქალაქს და მოქალაქეთა ქონებას ზიანს აყენებთ საკუთარი ქალაქი გაგცემთ პასუხს დღეს თუ ხვალ.
თუ გსურთ მშვიდობა და სტაბილურობა ქვეყანაში სასწრაფოდ უნდა შეწყვიტოთ არეულობის და მისი გავრცელების პროვოცირება,” _ წერს კვაჭანტირაძე.