აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი „ქართული ოცნებიდან“ დავით ბაციკაძე აცხადებს, რომ ამ დროისთვის ბათუმში ვითარება განმუხტულია.
როგორც მან საზოგადოებრივს განუცხადა, ქალაქში პროტესტის პატარა კერებია დარჩენილი, უმეტესად აქციის მონაწილეები დაშლილები არიან და სულ 4-5 ჯგუფია დარჩენილი.
„დაკავებულები გათავისუფლებულები არიან, მაგრამ ზოგიერთ მომიტინგეს საერთოდ არ აინტერესებს.
კონკრეტული პოლიტიკური პარტიის წევრები, ნაციონალური მოძრაობის აქტიურობდნენ.
პოლიციამ მხოლოდ მაშინ გამოიყენა ცრემლსადენი გაზი, რაც მათ ქონდათ მცდელობა, შეჭრილიყვნენ პოლიციის შენობაში.
აქციის მონაწილეებს ვეუბნებოდი, რომ გაათავისუფლეს დაკავებულები, მაგრა პატარა მასა ეგზალტირებულია, კარგად ორგანიზებული და მართული და აგრძელებენ პროტესტს“, – განაცხადა დეპუტატმა.
წყარო:1tv.ge