საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, არჩილ თალაკვაძე, ბათუმში მომხდარ დაპირისპირებაზე საუბრისას კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ პროვოკაციის უკან ერთიანი ნაციონალური მოძრაობა დგას.
თალაკვაძის თქმით, პარტიის ლიდერები ძალადობისა და რევოლუციური სცენარების განვითარების მომხრენი უკვე დიდი ხანია, არიან.
მისივე თქმით, სწორედ ეს მიდგომა გახდა მიზეზი თავის დროზე პარტიის გაყოფისა.
„თქვენს მიერ გავრცელებულ კადრებში პირდაპირ ფიგურირებენ ძველი ენმ-ის ლიდერები, ფიგურირებენ მათთან ასოცირებული არასამთავრობო ორგანიზაცია თავისუფალი ზონა და მისი ლიდერები.
ასევე, თუ გავიხსენებთ, რატომ მოხდა ნაციონალური მოძრაობის გაყოფა და მოხდა იმიტომ, რომ ეს ჯგუფი სწორედ თავის კოლეგებს სთავაზობდა ვითარების შეცვლას ქვეყანაში ძალადობით და რევოლუციური სცენარებით, ეს ღიად ითქვა მაშინ მათ მიერ და ეს ინფორმაცია არსებობს მედიაში.
ამ ყველაფერს თუ ერთმანეთს დავუკავშირებთ, ძნელი არ არის დასკვნების გაკეთება, თუ რა როლი და რა ინტერესი შეიძლება ჰქონოდა ნაციონალურ მოძრაობას ამ პროცესში,“ – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
rustavi2.com