2017 წლის 17 მარტს, თბილისისა და დუბლინის დამეგობრების 3 წელი და საქართველოსა და ირლანდიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 21 წელი აღინიშნება.
თარიღებთან დაკავშირებით, ირლანდიის ეროვნულ დღესასწაულზე, თბილისი, შარშანდელის მსგავსად, წელსაც ჩაერთვება მსოფლიო კამპანიაში “Global Greening”, რომლის ფარგლებშიც, თბილისის ანძა მწვანედ განათდება.
ყოველი წლის 17 მარტს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის დედაქალაქებში ღირსშესანიშნაობები მწვანედ ნათდება. საქართველო აღნიშნულ აქციაში წელს მესამედ ჩაერთვება.