ეგვიპტეში არქეოლოგებმა აქამდე უცნობი დედოფლის სამარხი აღმოაჩინეს. ადგილობრივების ინფორმაციით, არქეოლოგიურ გათხრებს აწარმოებდნენ ჩეხეთის ეგვიპტოლოგიის ინსტიტუტის თანამშრომლები, მიროსლავ ბარტას ხელმძღვანელობით.
სამარხი აღმოჩენილია ქაიროს სამხრეთ-დასავლეთში, ფარაონ ნეფერეფრის სამარხ კომპლექსში. დედოფალის სახელი კედელის წარწერაზეა გაკეთებული – ჰენტაკავეს. ამ სახელით უკვე ორი დედოფალია ცნობილი, ამიტომ მას მეცნიერებმა ჰენტაკავეს III უწოდეს.
გათხრების დროს აღმოჩენილი იყო სტატუები, 24 კირქვის, 4 სპილენძის ჭურჭელი. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ახალი აღმოჩენა ნათელს მოჰფენს V დინასტიის, აქამდე უცნობ, ცხოვრების მხარეს.
შეგახსენებთ, რომ V დინასტია მართავდა ქვეყანას XXV–XXIV ს.ს. ჩვ. წ. აღრიცხვამდე.