“მნიშვნელოვანია მიზნობრიობა იყოს დაცული და არ უკავშირდებოდეს გრძელვადიან ვიზიტს”, _ ეს განცხადებასაქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ „იმედის დროსთან“ გააკეთა.
მინისტრმა განმარტა თუ რისი დასაბუთება შეიძლება მოუხდეს საქართველოს მოქალაქეს მებაჟისთვის ევროკავშირის ქვეყანაში შესვლისას.
„აუცილებელია, მიზანი იყოს განსაზღვრული და შეძლოს მოქალაქემ, რომელიც გაემგზავრება ევროკავშირში, მესაზღვრეს აუხსნას, თუ რა მიზნით მიემგზავრება იგი. მიზანი შეიძლება ემსახურებოდეს მოკლევადიან ვიზიტს – ეს შეიძლება იყოს სასწავლო, სამედიცინო, სამეცნიერო, ბიზნეს მიზნებისთვის მოგზაურობა. მნიშვნელოვანია მიზნობრიობა იყოს დაცული და არ უკავშირდებოდეს გრძელვადიან ვიზიტს. უნდა იყოს განსაზღვრული, თუ სად მიმგზავრება მოქალაქე, სად აპირებს დარჩენას, როდის ბრუნდება უკან და ამ ყველაფრის დასაბუთება უნდა შეძლოს, თუკი ასეთი კითხვები დაისმება“, _ განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.
შეგახსენებთ, რომ 28 მარტიდან საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირის წევრ ქვეყნებში უვიზოდ გადაადგილდებიან.