ამ წუთებში, ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატის, ბაკურ შარშიძის სასამართლო პროცესი დამთავრდა. მას ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ ადმინისტრაციული ჯარიმა, 400 ლარის გადახდა დააკისრა. საქმე ეხება გუშინ, ქალაქ ოზურგეთში, დავით აღმაშენებლის ქუჩის დასაწყისში მომხდარ ინცინდენტს.
როგორც ბაკურ შარაშიძე „გურია ნიუსთან“ საუბრისას ამბობს, ის იმყოფებოდა ნასვამ მდგომარეობაში და ფეხით მიდიოდა ქუჩაში.
„დავინახე საპატრულო პოლიციას ჰყავდა ერთ-ერთი მოძღვარი გაჩერებული. მეგონა, რომ ჯარიმას უწერდნენ. ვიფიქრე, ამ მარხვაში რამ გადარია ეს პატრული, რა დროს ჯარიმის დაწერაა-თქო. თურმე, ისე საუბრობდნენ. მომიწია პატრულთან შელაპარაკება და დაპირისპირება. პატრულმა სასამართლოში იჩივლა და დღეს 400 ლარით დამაჯარიმეს“, _ აცხადებს შარაშიძე.
რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მას დაპირისპირება ქალაქ ოზურგეთის მერთან, ბეგლარ სიორიძესთან მოუვიდა, თავად შარაშიძე „გურია ნიუსთან“ არ ადასტურებს.