“დიდხანს ვცდილობდი, პერსონალურზე არ გადავსულიყავი, მაგრამ ზუსტად ისე ვგრძნობ თავს, ზეინკალი რომ ნეიროქირურგიულ ოპერაციაზე შეუშვან და პაციენტი შენი ახლობელი იყოს, _ ასე ეხმაურება ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე თენგიზ შერგელაშვილი ამჟამინდელი მინისტრის ზურა ალავიძის განცხადებას, რომლის თანახმადაც გამგებლისა და მერის ფუნქციებს შორის განსხვავება არ არის.
“პაციენტი საქართველოა და ზეინკალ–ნეიროქირურგი ეს ალავიძე და მისთანანი. უნდათ გააფუჭონ იქ, რის აზრზეც არ არიან“, _ წერს შერგელაშვილი.
შეგახსენებთ რომ განცხადება რომელსაც შერგელაშვილი გამოეხმაურა ალავიძემ დღეს გააკეთა.
“თბილისში თუ ერთი ადამიანი ახორციელებს ამ მენეჯმენტს და ამ მმართველობას, ზუგდიდში ერთი ადამიანი რატომ ვერ გააკეთებს იმავე მმართველობას? ერთსა და იმავე ფუნქციებს ახორციელებს მერიაც და გამგებელიც. ამაზე გვაქვს საუბარი და ამაზე მიდის მსჯელობა“, _ აღნიშნა ზურაბ ალავიძემ.