იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, რომელიც დეკრეტულ შვებულებაში იმყოფება, დავით გაგუას კლინიკის გახსნის ღონისძიებას პრემიერ-მინისტრ, გიორგი კვირიკაშვილთან და ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოსთან ერთად დაესწრო.
თეა წულუკიანმა კლინიკის ხელმძღვანელს და პერსონალს ახალი სამშობიარო სახლის გახსნა პირადად მიულოცა. იუსტიციის მინისტრს 18 მარტს შვილი სწორედ დავით გაგუას სამშობიარო სახლში შეეძინა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სიტყვით გამოსვლისას თეა წულუკიანს კიდევ ერთხელ მიულოცა შვილის დაბადება და აღნიშნა, რომ ცენტრის გახსნას დღეს, გაგუას კლინიკის მომსახურებით კმაყოფილი მოქალაქეებიც ესწრებიან.
„მინდა, კიდევ ერთხელ მივულოცო ჩვენს კოლეგას, თეა წულუკიანს ქალიშვილის შეძენა და ბედნიერი დედობა ვუსურვო“, _ განაცხადა პრემიერმა