ქობულეთის მუნიციპალიტეტი დასუფთავების მასშტაბურ აქციას “სუფთად ევროპისკენ” შეუერთდა, რომელიც „დედამიწის საერთაშორისო დღესთან“ დაკავშირებით დაიგეგმა.
აქციაში მონაწილეობა გამგეობის, საკრებულოს, აიპების თანამშრომლებმა და საჯარო სკოლების მოსწავლეებმა მიიღეს. დასუფთავების აქცია ერთობლივად რამდენიმე ლოკაციაზე გაიმართა. დასუფთავდა პლაჟი, სკვერები, პარკები და მრავალბინიანი სახლების ეზოები.
დასუფთავების კამპანია საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივითა და გარემოს დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით ქვეყნის მასშტაბით ყველა მუნიციპალიტეტში ჩატარდა. აქციის მიზანს ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება, სუფთა და ჯანმრთელი საცხოვრებელი გარემოს შექმნა, მოსახლეობის გარემოსდაცვითი და სოციალური პასუხისმგებლობის გაზრდა წარმოადგენდა.
„დედამიწის დღე“ პირველად 1970 წელს ამერიკაში, ხოლო საქართველოში 1990 წლიდან აღინიშნება. (R)