ავტოსაგზაო შემთხვევა იმერეთში – გვიან ღამით, ავტობანზე, ქუთაისის შემოვლით გზაზე სამი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი გარდაიცვალა, როგორც ცნობილია ერთ-ერთი ფეხმძიმე ქალბატონი იყო. ავარიის შედეგად 5 ადამიანი ადგილზე დაიღუპა, ერთი კი სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებებით საავადმყოფოში გარდაიცვალა.
რაც შეეხება დაშავებულებს, ქუთაისის რეფერალურ საავადმყოფოში ამ ეტაპზე ერთი პირი იმყოფება. ერთმა კი ჰოსპიტალიზაციაზე უარი განაცხადა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. ნინოწმინდის მაჟორიტარი დეპუტატის, სამველ მანუკიანის ავტომობილს გუშინ გვიან ღამით ცეცხლი წაუკიდეს. როგორც ცნობილია, მანქანა დეპუტატის სახლის წინ იდგა, როდესაც მეზობელმა დაინახა, თუ როგორ გადაასხა დაუდგენელმა პირმა ავტომობილს ბენზინი და ცეცხლი წაუკიდა. დამნაშავე მეზობლის მიახლოებისთანავე გაიქცა, თუმცა ადგილზე მტკიცებულებები დატოვა.
მაცხოვრებლებმა სახანძრო გამოიძახეს, თუმცა ცეცხლის ჩაქრობა ბრიგადის მოსვლამდე, დამოუკიდებლად შეძლეს.
დეპუტატი დეტალებზე დაზუსტებით ვერ საუბრობს, მიუხედავად ამისა, ის არ გამორიცხავს, რომ მანქანის დაწვის ფაქტი მის საქმიანობას უკავშირდებოდეს.
საქმეზე შინაგან საქმეთა სამინიტრომ გამოძიება სისხლის სამართლის 187-ე მუხლით დაიწყო დაიწყო.
rustavi2.ge