სტიქიას ებრძვიან ოზურგეთში. ქარიშხალმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა.
მოტეხრილი ხეების გამო ჩახერგილია გზები, დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები.
განსაკუთრებით რთული მდგომარეობაა დაბა ნასაკირალში, სადაც რამდენიმე მრავალსართულიან საცხოვრებელ ბინას სახურავი აქვს ახდილი.
პრობლემებია ქალაქ ოზურგეთში _ მოთხრილი ნაძვები, დაზიანებული ქვაფენილები, დაწყვეტილი ელექტროგადაცმები ხაზები _ ეს ის რეალობაა, რაც ამ დროისთვის ქალაქ ოზურგეთშია.
ორივე მუნიციპალიტეტში შექმნილია საგანგებო შტაბი. შესაბამისი კომისიები ზარალს ითვლიან.
საგანგებო რეჟიმში მუშაობენ ლანჩხუთსა და ჩოხატაურშიც, სადაც რამდენიმე საათით შეწყვეტილი იყო ელექტროენერგიის მიწოდება.
_ რამდენიმე სოფელში მოთხრილია ხეები, რამაც გზების ჩახერგვა გამოიწვია, თუმცა, დროულად მოვახდინეთ გაქმენდა, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა თამაზ ჯინჭარაძემ.