საქართველოს ორი მოქალაქე დაააკვეს მიანმას (ბირმა) აეროპორტში სამართალდამცველებმა.
ჯ.რ-ს (64 წლის) და ნ.მ-ს (54 წლის) ჩხრეკის დროს პოლიციელებმა საცვლებში დამალული 90 ათასი დოლარი უპოვეს, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულებმა მიანმაში მცხოვრებ მოქალაქეს მოტყუებით გამოსძალეს.
ინფორმაციას ამის შესახებ ინტენნეტ გამოცემა www.mmtimes.com-ი ავრცელებს. ადგილობრივ პოლიციის ცნობით, თანხა ვალუტის გადამცვლელი პუნქტის თანამშრომელს მოტყუებით გამოსძალეს მიანმის ქალაქ იანგონში.
გამოცემის ინფორმაციით ამ დროისათვის საქართველოს მოქალაქეები მიანმის მთავარ საპრობილეში ჰყავთ დაპატიმრებული და მათ სასამრთლოს წინაშე წარდგენა მოუწევთ.
დაკავებული ქართველები მიანმაში ტურისტული ვიზით იმყოფებოდნენ.