ამ დროის მონაცემებით, ლანჩხუთში, სტიქიით მიყენებული ზარალის ოდენობა 450 000 ლარია. დაზიანებულია 40-მდე კერძო სახლის სახურავი. ჩოხატაურში ზარალის ოდენობა 700 000 ლარს აღწევს. ორი მოსახლის საცხოვრებელი სახლი ნაწილობრივ ჩამოინგრა, ერთის კი სტიქიამ მთლიანად გაანადგურა. დაზიანებულია ადმინისტრაციული შენობები, ამბულატორიები.
ქალაქ ოზურგეთში დაზიანებულია 240-მდე კერძო სახლი, 10 მრავალბინიანი სახლი, 2 მრავალბინიანი სახლის ფასადი, ერთი საბავშვო ბაღი, ზარალის ოდენობა 1 700 000 ლარია; რაც შეეხება ოზურგეთის მუნიციპალიტეტს აქ ზარალის ოდენობა 1 500 000 ლარს შეადგენს. დაზიანებული 220 კერძო სახლი, საბავშვო ბაღი.
აღსანიშნავია, რომ ზარალის ეს ოდენობა საბოლოო არ არის, მუნიციპალიტეტებში ზარალის შესახებ ისევ შედის ინფორმაციები.