ლანჩხუთის საკრებულოს წევრი ელგუჯა ჩხაიძე პარტია „თავისუფალ დემოკრატებს“ უბრუნდება. ჩხაიძე ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ჩაიბარებს.
ჩხაიძე პარტიის რიგებიდან 2015 წელს გარიცხეს საკრებულოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებთან ერთად ფრაქციის შექმნის გამო.
„მაშინაც, როცა პარტიის რიგებიდან გამრიცხეს, ვამბობდი, რომ შინაგანად ვრჩებოდი „თავისუფალ დემოკრატად“. „ნაციონალებთან“ ჩემი გაერთიანება იყო იძულებითი ნაბიჯი, რომელიც გადამადგმევინა დღევანდელმა ხელისუფლებამ.
ლანჩხუთში ხელისუფლებაში უნდა მოვიდეს ოპოზიცია და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ ოპოზიციური ძალები“, -ამბობს ელგუჯა ჩხაიძე, რომელის გეგმებშიც არ შედის დატოვოს ფრაქცია „ლანჩხუთი-ევროატლანტიკური მომავლისთვის“ რიგები- „დიახ, ჩვენ ამ ფრაქციის შექმნით მივიღეთ გადაწყვეტილება ევროატლანტიკური ღირებულებებისა და ფასეულობების ირგვლივ გავერთიანებულიყავით ოპოზიციური ძალები და დღესაც ამ რეჯიმში ვაგრძელებთ მუშაობას”, _ ამბობს ჩხაიძე.