FBI-ის ყოფილმა დირექტორმა, ჯეიმს ქომეიმ ფედერალური საგამოძიებო ბიუროს სტაფს და მის მეგობრებს გამოსამშვიდობებელი წერილი გაუგზავნა. აღნიშნულ ინფორმაციას ABC NEWS ავრცელებს.
მაუწყებელი აქვეყნებს წერილს, სადაც ქომეი აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს მეთაურს აქვს უფლება მოიქცეს ისე, როგორც საჭიროდ თვლის.
„დიდი ხანია მჯერა, რომ პრეზიდენტს შეუძლია გაათავისუფლოს FBI-ის დირექტორი რაიმე მიზეზით ან უმიზეზოდ. არ ვაპირებ დრო დავხარჯო მიღებული გადაწყვეტილების შესრულებაზე. ეს მოხდა, მე კარგად ვიქნები, თუმცა, მომენატრებით თქვენ და მისია,“_წერს ქომეი.
ის წერილში ასევე წერს, რომ არეულობის დროს, ამერიკელმა ხალხმა უნდა ნახოს, რომ FBI კომპეტენტური, პატიოსანი და დამოუკიდებელია.
„ადრე გითხარით, რომ არეულობის დროს, ამერიკელმა ხალხმა უნდა ნახოს, რომ FBI კომპეტენტური, პატიოსანი და დამოუკიდებელია. რამაც შეიძლება დატოვოს FBI მტკიცე ეს ხალხის ბუნება და თვისებაა, ვინც ერთად შექმნა ის.“
ის ასევე მოუწოდებს ყოფილ თანამშრომლებს, რომ დაიცვან ამერიკელი ხალხი და კონსტიტუცია.
„ძალიან ძნელია დატოვო ადამიანები, რომლებიც მართალი საქმის ერთგულები არიან. ვიმედოვნებ, თქვენ გააგრძელებთ ცხოვრებას ჩვენი ღირებულებებით და დაიცავთ ამერიკელ ხალხს და დაიცავთ კონსტიტუციას. თუ თქვენ ასე მოიქცევით, დასევდიანდებით, როცა დატოვებთ სამსახურს, მაგრამ ამერიკელი ხალხი იქნება დაცული.“
„თქვენთან მუშაობა ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი დიდი სიხარულია. მადლობა ამ საჩუქრისთვის.“
ამავე თემაზე:
დონალდ ტრამპის რა შეცდომაზე საუბრობს სენატში დემოკრატების ლიდერი
რის გამო გაათავისუფლა აშშ-ს პრეზიდენტმა FBI-ის დირექტორი