15 მაისს, ჩოხატაურში, ქართული კინოს დღე საზეიმოდ აღინიშნა.
საგანგებოდ ამ დღისთვის ჩოხატაურს ესტუმრნენ კინოთმცოდნე გოგი დოლიძე, რეჟისორი ქეთი დოლიძე და მათი მეგობრები.
გოგი დოლიძე მაყურებელს ქართული კინოხელოვნების შესახებ ესაუბრა.
ღონისძიებაზე ნაჩვენები იქნა ფილმი გამოჩენილ ქართველი რეჟისორის სიკო დოლიძის შემოქმედების შესახებ, რომელიც რეჟისორის შვილმა, თეიმურაზ დოლიძემ გადაიღო.
შეხვედრაზე, მაყურებელმა ნახა ნაწყვეტები სიკო დოლიძის ფილმებიდან.
ქართული კინოს დღის ჩოხატაურში აღნიშვნის გამო უდიდესი კმაყოფილება გამოთქვა თეატრისა და კინოს ცნობილმა რეჟისორმა, სიკო დოლიძის შვილმა ქეთი დოლიძემ.
გამოითქვა სურვილი, რომ ჩატარდეს სიკო დოლიძის ფილების ჩვენების კვირეული, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და სასარგებლო იქნება მომავალი თაობისთვის.
ღონისძიების დასასრულს, მასპინძლებმა მადლობა გადაუხადეს სტუმრებს დაუვიწყარი დღისთვის და აღუთქვეს, რომ ქართული კინოსა და თეატრის დღე ჩოხატაურში ყოველწლიურად წარმატებით აღინიშნება.