დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატმა გიორგი ფანცულაიამ პროკურორები ინტიმური ვიდეოებით შანტაჟში დაადანაშაულა. როგორც სასამართლო განხილვების დახურვის თაობაზე ბრალდების შუამდგომლობის საპასუხოდ ფანცულაიამ განაცხადა, ამ საქმესთან არაფერი კავშირი არ აქვს მამა გიორგი მამალაძის პირად ცხოვრებას.
“ეს არის ინტიმური ვიდეოებით შანტაჟი და მუქარა თქვენ მიმართ, ბატონო მოსამართლე. აქ არაფერ შუაშია მამა გიორგი მამალაძის პირადი ცხოვრება. მამაოს პირადი ცხოვრება მისი ოჯახია”, _ განაცხადა ფანცულაიამ.
პროკურორის განცხადებით, ე.წ. ციანიდის საქმეში დევს ინტიმური ვიდეომასალა, რომელიც როგორც ბრალდებულ გიორგი მამალაძეს, ასევე მესამე პირს ეხება.
ადვოკატმა ასევე აღნიშნა, რომ პროკურატურა ცდილობს, დეკანოზის დისკრედიტაციას საზოგადოების თვალში იმ ჩანაწერებით, რომელიც საქმეშია.