შემოსავლების სამსახურის ცნობით, “წითელი ხიდისა” და “თბილისის აეროპორტის” საბაჟო პუნქტებზე ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებები აღმოაჩინეს.
უწყების ინფორმაციით, 19-23 მაისს, მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე დათვალიერებისას 33 აბი ნარკოტიკული და 56 აბი ფსიქოტროპული ნივთირების შემცველი მედიკამენტები და 2.43 გრამი მარიხუანა აღმოაჩინეს.
აღმოჩენილი მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა.