ჩინეთში, ხუნანის პროვინციაში, მეფუტკრეთა უჩვეულო და მეტად რისკიანი ტურნირი ჩატარდა – გამარჯვებულად ის ცხადდებოდა, ვისაც ყველაზე მეტი ფუტკარი “დააჯდებოდა”.
მონაწილეებს ჯერ წინასწარ წონიდნენ და შემდეგ – ფუტკრებდახვეულთ.
გამარჯვებული მეფუტკრის – 42 წლის ვან დალინის “ფუტკრის მონაგარმა” 26 კგ შეადგინა.
გაბედული მონაწილეები ფუტკრების მოსაზიდად საკუთარ სხეულზე სკებიდან ოჯახის დედას სვამდნენ, რიც გამოც მწერები შეჯიბრების მონაწილეებს მთლიანად ფარავდნენ.
მთავარი ისაა, რომ მონაწილეები მხოლოდ ტრუსებით, სათვალეებითა და ნესტოების საცობებით იყვნენ დაცული. ამიტომ ტურნირში მარტოოდენ პროფესიონალი მეფუტკრეები დაუშვეს. ალბათ ამის გამო სერიოზულად ფუტკრებს არავინ დაუკბენიათ.