გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 12 ივნისის დღის მეორე ნახევრიდან 16 ივნისამდე, საქართველოში კვლავ მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა და ელჭექი, ზოგგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა, ელჭექის დროს ზოგან ქარის შკვალური გაძლიერება.
მათივე ცნობით, საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონის მატება.