ანტალიაში ხუთკაციანი ჯგუფი დააკავეს, რომლის წევრებიც ქალაქში ავტომობილებსა და ბინებს ძარცვავდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეები არიან, მათ შორის – ერთი ქალი.
დაჯგუფების წევრები ნიღბებით მოქმედებდნენ. მედიაში ვრცელდება დაკავების ამსახველი ვიდეომასალა და ხუთივე ეჭვმიტანილის ინიციალები.
დაკავების ოპერაცია ანტალიის პოლიციამ განახორციელა, ეჭვმიტანილთა იდენტიფიცირება სათვალთვალო კამერების გამოყენებით შეძლეს.
გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულთა საცხოვრებელი ბინიდან ამოღებულია მობილური ტელეფონები, კომპიუტერები და ძვირფასი ნივთები.