“გიას ბრალი არაფერია. ეს მე ვთხოვე, რომ წაეკითხა, რადგან უწმინდეს მოეწონა” _ გია გაჩეჩეჩილაძის (უცნობი) და მამა სერაფიმეს ერთობლივ ვიდეოსთან დაკავშირებით, რომელიც ორი დღეა სოციალურ ქსელში განხილვის თემაა, განმარტებებს აკეთებს მამა სერაფრიმე:
“ხალხნო, უწმინდესის ლოცვა-კურთხევა თუ იყო, რომ გამევრცელებინა ეს ლექსი ტაძარში ხომ მე დავუშვი ამ ლექსის წარმოთქმა, ამიტომ, რაც ტაძარში წარმოთქვას ეხება სრულიად პასუხისმგებელი მე ვარ ხალხნო.
აქ გიას ბრალი არაფერია _ ეს მე ვთხოვე, რომ წაეკითხა, რადგან უწმინდეს მოეწონა. ამიტომ, დამცხეთ… მზად ვარ პასუხი ვაგო”, – წერს მამა სერაფიმე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.