საფრანგეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში ასობით მეხანძრე ხანძრის ჩაქრობას ცდილობს. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მაუწყენლის ინფორმაციით, ხანძრის გამო 10 000-მდე ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა, მათ შორის 3 000-ზე მეტი ტურისტია.
როგორც ცნობილია, ხმელთა შუა ზღვის სანაპიროს მთიან ნაწილსა და კორსიკის კუნძულზე 4000 ჰექტარი მიწაა დამწვარი.
„ეს ის ტერიტორიაა სადაც ზაფხულში მოსახლეობა ორმაგდება ან სამმაგდება“,_აცხადებენ სახანძრო სამსახურში.
მაუწყებლის ინფორმაციით, ხანძარი კურორტ სენ-ტროპეს უახლოვდება.
მეხანძრეები ცეცხლის ჩაქრობას წყლის ბომბდამშენებითაც ცდილობენ.
ამ დროისთვის გავრცელებული ინფორმაციით, კვამლით ინჰალაციის შედეგად 12 მეხანძრე და 15 პოოლიციელია დაშავებული.