ბრიუსელი მზადაა პოლონეთს სასამართლო რეფორმის გამო სანქციები დაუწესოს. აღნიშნულ ინფორმაციას EURONEWS ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის, ფრანს ტიმერმანსის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ტიმერმანსის განცხადებით, თუ პოლონეთის ხელისუფლება სასამართლო რეფორმის გეგმას გააჭიანურებს, ბრიუსელი დაუყონებლივ დაიწყებს პროცედურებს, რაც მე-7 მუხლითაა ცნობილი.
მაუწწყებლის ინფორმაციით, სანქციების დაწესება პოლონეთისთვის ბლოკში ხმის მიცემის უფლების შეჩერებას ითვალისწინებს.
როგორც პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, კონრად სმიიმანსკიმ საინფორმაციო სააგენტო PAP-ს განუცხადა, კომისიის შეშფოთება სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით გაუმართლებელია.