ღამის კლუბში სროლის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 3 სერიოზულად დაშავდა. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, შემთხვევა გერმანიის ქალაქ კონსტანცაში მდებარე ერთ-ერთ ღამის კლუბში მოხდა.
როგორც ცნობილია, შეიარაღებლმა პირმა სროლა 04:30 წუთზე დაიწყო, რასაც ღამის კლუბში მყოფი 1 ადამიანი ემსხვერპლა.
მოგვიანებით პოლიციამ თავდამსხმელს ცეცხლი გაუხსნა, რის შედეგადაც ის დაიჭრა, შემდეგ კი საავადმყოფოში გარდაიცვალა.
გავრცელებული ცნობით, თავდამსხმელი ირანის მოქალაქეა, რომელიც უკვე დიდი ხანია გერმანიაში ცხოვრობს.
მაუწყებლის ცნობით, ღამის კლუბში სროლის დაწყების მოტივი ამ დროისთვის უცნობია.