ავარია თერჯოლის რაიონის სოფელ ჩხარში მოხდა. ავტოსაგზაო შემთხვევას ორი 20 წლამდე მამაკაცი ემსხვერპლა. შემთხვევის შედეგად დაშავდა ერთი ადამიანი. 30 წლამდე დაშავებულ მამაკაცს მრავლობითი ტრამვები და ტრამვული შოკი აღენიშნება და ის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ თერჯოლაში, “ევექსის “კლინიკაში გადაიყვანა. შემთხვევა გამთენიისას მოხდა.
მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.