სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ივლისის ფინანსური მონიტორინგის შედეგები საზოგადოებას წარუდგინა და არასამთავრობო სექტორთან პოლიტიკური ფინანსების მეტი გამჭვირვალობის მისაღწევად კონსულტაციებიც დაიწყო.
ყველაზე დიდი თანხა “ქართული ოცნებას“ შეწირეს _ 1 270 00, შემდეგ “ევროპული საქართველო მოდის“ _ 36 000 ლარი. “ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“ _ 11 000 ლარი; “გირჩი“ 8300 ლარი; დამოუკიდებელი კანდიდატი ალეკო ელისაშვილი 3120 ლარი. “ერთიანი კომუნისტური პარტია“ 268 ლარი იყო,“საქართველო მშვიდობისათვის“ _ 200 ლარი, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ _ 102 ლარი, რესპუბლიკური პარტია _ 20 ლარი.