ფოლკლორის საერთასორისო ფესტივალს, რომელიც წელს მეორედ ტარდება გურიაში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე 15 ათასი ლარის ოდენობის თანადაფინასება გამოუყვეს.
_ ამ ფესტივალზე, რომელიც, ძირითადად, ურეკში გაიმართება, 600-მდე სტუმარი ჩამოვა. შარშან თანადაფინანსებაში ქალაქის მუნიციპალიტეტიც იღებდა მონაწილეობას. წელს კი, რადგან ეს მხოლოდ ურეკში გაიმართება, ამიტომ დაფინანსება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან მოხდება, _ თქვა საფინანსო სამსახურის უფროსმა გია მამაკაიშვილმა.