“საქართველოს ხანძართან ბრძოლაში თურქეთიდან და აზერბაიჯანიდან დახმარება ექნება, ტექნიკა მუშაობას დილიდან დაიწყებს”, _ ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სტიქიის ზონიდან პირველი არხის პირდაპირ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს მთავრობა უკვე ესაუბრა თურქულ და აზერბაიჯანულ მხარებს და დამატებითი ტექნიკის მობილიზებაზე თანხმობა მიღებული აქვთ: “ყველა კერაზე, რომელზეც ინფორმაციაა შემოსული, გაგზავნილია სახანძრო ბრიგადები. რაც შეეხება ყველაზე დიდი კერას, იქ საკმაოდ მასშტაბურია ცეცხლი. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მოსახლეობა დავიცვათ სტიქიისგან, ამისთვის შესაბამისი ძალები გაგვაჩნია”, _ განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება საკუთარი ძალებითა და მეზობელი ქვეყნების დახმარებით გაუმკლავდება ამ სტიქიას.