ნუგზარ სარჯველაძე, ოზურგეთი:
_ ალბათ, სამართლიანია სასამართლოს გადაწყვეტილება.
მაკა მდინარაძე, ოზურგეთი:
_ მაინც სასამართლოს უნდა ვენდოთ. ისე, მე სასულიერო პირის მიმართ, უფრო ლოიალური ვიქნებოდი.
დავით მითაიშვილი, ოზურგეთი:
_ არ ვარ გარკვეული.
ზაზა მჟავანაძე, ოზურგეთი:
_ სასამართლოს ვენდობი. ისე, ძალიან ჩახლართული საქმეა.
კოტე ორაგველიძე, ლანჩხუთი:
_ ეს საქმე ერთი კაცის ტრაგედიაა, მარა ამ ფაროსანამ რომ წალეკა გურია და სამეგრელო, ამას რა ეშველება?!
რუსუდან რატიანი, ოზურგეთი:
_ არ მიმაჩნია სამართლიანად. ბევრი კითხვის ნიშანი დარჩა.
დავით ზოიძე, ოზურგეთი:
_ უსამართლო გადაწყვეტილებად მიმაჩნია.
ლია კუჭუხიძე, ოზურგეთი:
_ არ მიმაჩნია სამართლიანად.
სოსო ჩხიკვაძე, ოზურგეთი:
_ უსამართლო გადაწყვეტილება მგონია.
უჩა ვასაძე, ოზურგეთი:
_ კარგად ვერ ვერკვევი და ვერაფერს გეტყვით.
ილარიონ წულაძე, ლანჩხუთი:
_ ამ საქმემ ცხადად დაგვანახა, რა ხდება ჩვენს ეკლესიაში. ვფიქრობ, პატრიარქი უნდა გადადგეს.
ნინო პატარაია, ლანჩხუთი:
_ ვერაფერს გეტყვით, არ ვიცი.
მირანდა ბზეკალავა, ლანჩხუთი:
_ იმედი მაქვს, რომ ღვთის შეწევნით და პატრიარქის ლოცვით, ყველაფერი კარგად იქნება.
დარიკო კეჭაყმაძე, ჩოხატაური:
_ ცუდი გადაწყვეტილებაა.
თორნიკე ჟღენტი, ჩოხატაური:
_ სამართლიანად. ვიდეო კადრებიდან რაც ჩანს, იმის მიხედვით, დამნაშავე იყო გიორგი მამალაძე.