“მტკიცედ გადავწყვიტე, პოდიუმზე, მაღალ ქუსლებზე მდგომი მოვკვდე”, – განაცხადა ამერიკელმა ტოპმოდელმა კარმენ დელ ორეფისმა, რომელსაც ახლახან 86 წელი შეუსრულდა.
კარმენს პოდიუმზე გამოსვლის 71-წლიანი სტაჟი აქვს – იგი 15 წლის იყო, როცა “ვოგის” გარეკანზე გამოჩნდა.
კარმენი შესანიშნავ ფორმაშია და ყველაზე პრესტიჟული “მოდის სახლები” თუ “ბრენდები” დღესაც დიდ პატივად მიიჩნევენ მათი სამოსისა და ნივთების სადემონსტრაციოდ უხუცესი ტოპმოდელის მიწვევას.”