ძლიერი წვიმის შედეგად ფილიპინების რამდენიმე პროვინცია დაიტბორა. აღნიშნულ ინფორმაციას ABC NEWS ავრცელებს.
როგორც ცნობილია, ჩამოწოლილმა მეწყერმა ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლი დაფარა, რასაც სახლში მყოფი 2 მოზარდი ემსხვერპლა.
გავრცელებული ცნობით, წყალდიდობის შედეგად 5 ადამიანი დაიკარგა.
მაუწყებლის ცნობით, საფრთხის შემცველი ადგილებიდან მოსახლეობის ევაკუაციის ბრძანებაა გაცემული.
როგორც ცნობილია, უამინდობის გამო მთავრობის ოფისები და სკოლები დაიხურა, ხოლო ავიარეისები გაუქმდა.