გურიის გუბერნატორმა მერაბ ჭანუყვაძემ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლების: ბოხვაური-შემოქმედის დამაკავშირებელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. მიმდინარეობს 4კმ. და 900 მ. სიგრძის საავტომობილო გზის მშენებლობა. სამუშაოებით გათვალისწინებულია სანიაღვრე არხებისა და მოსახლეობის საცხოვრებელ სახლებთან გადასასვლელების მოწყობა. პროექტი 3 ეტაპიანია.
გზის ნაწილი გასულ წელს მოასფალტდა, წელს მიმდინარეობს 2 კმ. და 587 მ. სიგრძის მონაკვეთის რეაბილიტაცია. აქტიურ ფაზაშია დაზიანებული და ამორტიზებული 21 მ. სიგრძის ხიდის აღდგენითი სამუშაოებიც. ხიდის მშენებლობისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 60 000 ლარზე მეტი გამოიყო. პროექტის სახარჯთაღრიცხვო ღირებულება 792 995 ლარს შეადგენს .
“დავათვალიერეთ ბოხვაური-შემოქმედის დამაკავშირებელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები. აქ ადგილობრივებს უგზოობის პრობლემა 30 წლის განმავლობაში აწუხებდა. პროექტი სრულად მომავალ წელს დასრულდება და მოსახლეობისთვის გადაადგილება მეტად კომფორტული გახდება”, _ აღნიშნა გუბერნატორმა. (R)