პარიზში, შრომითი რეფორმების წინააღმდეგ გამართული აქცია ძალადობაში გადაიზარდა. აღნიშნულ ინფორმაციას RUPTLY ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციამ მომიტინგეების წინააღმდეგ ცრემლსადენ გაზს და წყლის ჭავლს იყენებენ, აქციის მონაწილეები კი პოლიციებს ქვებს უშენენ.
მაუწყებლის ცნობით, დაპირისპირების შედეგად დაზიანებულია ავტომობილებიც.
როგორც პროფკავშირების კონფედერაციის გენერალურმა მდივანმა, ფილიპ მარტინესმა განაცხადა, ქვეყნის მასშტაბით 180-მდე აქცია იყო დაგეგმილი.