„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ მერობის კანდიდატი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ირაკლი კუჭავა წიფნარის, ბურნათისა და კოხნარის სოფლების ამომრჩეველს შეხვდა.
მერობის კანდიდატმა მოსახლეობას სამოქმედო გეგმები გააცნო და მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა.
„მიუხედავად იმისა, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურა წესრიგდება, ამ მიმართებით სამუშაო ჯერ კიდევ ბევრია, მოსაწესრიგებელია შიდასასოფლო გზები“, – აღნიშნა მან.
ირაკლი კუჭავამ ყურადღება გაამახვილა გაზიფიცირების საკითხზეც. „ჩვენ ინტენსიურად ვმუშაობთ, საქართველოს მთავრობასთან, გაზის ტრანსპორტირების კომპანიასთან და ინვესტორ კომპანია „სოკართან“. შედეგად, ხუთი სოფლის გაზიფიცირება გასულ წელს დამთავრდა, ექვს სოფელში სამუშაოები მიმდინარეობს. უახლოეს სამ წელიწადში მუნიციპალიტეტის ყველა სოფელი გაზიფიცირებული იქნება“, – განაცხადა მერობის კანდიდატმა.
ამასთან, ირაკლი კუჭავამ კოხნარის თემის ამომრჩეველს მაჟორიტარობის კანდიდატი ენვერ ახალაძე წარუდგინა. (R)