ხეტას რაიონში მურა დათვი ტყიდან გამოვიდა და იმ ადგილამდე მიაღწია, სადაც ბავშვები თამაშობდნენ, _ ინფორმაციას “новости“ ავრცელებს. თავიდან ველური მტაცებელი პატარა გოგოს დასწვდა, მაგრამ მან თავის დაღწევა და გაქცევა მოახერხა. ამის მერე დათვის მის მეგობარ ბიჭს დაეწია და ტყეში გაიტაცა.
ადგილობრივებმა ცხოველი მოკლეს. მოგვიანებით, მათ 6 წლის ბიჭის ცხედარი იპოვეს.